მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 21:8

7. და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა.8. და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.9. და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.
დაბადებისა თავი 21
8. და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...ყოველგვარ ადამიანურ მოლოდინს აღემატებოდა. „ვინ უთხრას, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა", — რომ ძე ვშობე ჩემს სიბერეში? რომ მე, მოხუცმა, შევძელი შობა და, ამ ასაკში, ჯერ კიდევ შემიძლია ძუძუთი კვება? „და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი" ().

6. მოთმინება და სასოება ღვთის მიმართ

ხედავ ღვთის გამოუთქმელ სიბრძნეს — როგორ მოსინჯა მართლის მოთმინება ყოველნაირად და სწორედ მაშინ მოიყვანა აღთქმა აღსრულებამდე, როცა თავად მამამთავარსაც და ყველა მის მხილველსაც, ადამიანური ბუნების მიხედვით, თითქოს არანაირი იმედი აღარ ჰქონდა? მაშ, ჩვენც, საყვარელნო, ვაჩვენოთ ისეთივე მოთმინება მართლის მსგავსად და არასდროს დავკარგოთ სასოება, არამედ კეთილი იმედებით ვისაზრდოოთ, იმის ცოდნით, რომ არც საქმის სიძნელესა და არც რაიმე სხვა ადამიანურს არ შეუძლია ჩვენთვის ზედმეტად ხელის შეშლა, როცა ღვთის მადლი კეთილინებებს საკუთარი სიუხვე გამოგვიჩინოს. ღვთის ნებას ყველაფერი ემორჩილება და ექვემდებარება და მაშინ ძნელი ადვილი ხდება, ხოლო შეუძლებელი — შესაძლებელი. ოღონდ მტკიცე რწმენა გვქონდეს მისადმი და მისი ძალის სიდიადეზე მიმხედველნი, ყოველგვარ ადამიანურზე მაღლა ავიმაღლდეთ. ის, ვინც მომავალში გამოუთქმელ...

სრულად ნახვა