მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 22:10

9. და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა.10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.11. ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.
დაბადებისა თავი 22
10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და სამდღიანი გზა მსხვერპლშეწირვისკენ (22:3–10):

...მართლის მამაცობა — როგორ შეძლო საკურთხევლის აგება, როგორ ეყო ამისთვის ძალა, როგორ არ შეიმუსრა სულით შინაგანი ტანჯვისგან? მაგრამ აი, საკურთხეველიც აღამართა, შეშაც დააწყო მასზე, „და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა" ().

3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13)

არ დავტოვოთ, საყვარელნო, ეს თხრობა ყურადღების მიღმა, არამედ ვიფიქროთ, როგორ არ განეშორა სხეულს მამამთავრის სული, როგორ ეყო ძალა საკუთარი ხელებით შეეკრა და შეშაზე დაედო საყვარელი, გულისთვის ძვირფასი, მხოლოდშობილი ძე. „და განყო, — ამბობს წერილი, — ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა". ოჰ, ღვთისმოყვარე სულო! ოჰ, მამაცო სულო! ოჰ, მტკიცეო სიყვარულო! ოჰ, გონებავ, ადამიანურ ბუნებაზე მაღლა აღმატებულო! მახვილის აღება „დაკლვად ძისა თჳსისა". მაგრამ ვისით უფრო მეტად განცვიფრდეს და ვისით უფრო აღიტაცოს აქ კაცი? მამამთავრის მამაცი სულით თუ ძის მორჩილებით? არ გაქცეულა, არ შეწუხებულა მამის საქციელით, არამედ დამორჩილდა და მის განზრახვას დაემორჩილა, და როგორც კრავი, უხმოდ ეწვა საკურთხეველზე, მამის ხელიდან დარტყმას ელოდა. როცა ყველაფერი უკვე მომზადებულ...

სრულად ნახვა