1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)
დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი...