არ დავტოვოთ, საყვარელნო, ეს თხრობა ყურადღების მიღმა, არამედ ვიფიქროთ, როგორ არ განეშორა სხეულს მამამთავრის სული, როგორ ეყო ძალა საკუთარი ხელებით შეეკრა და შეშაზე დაედო საყვარელი, გულისთვის ძვირფასი, მხოლოდშობილი ძე. „და განყო, — ამბობს წერილი, — ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა". ოჰ, ღვთისმოყვარე სულო! ოჰ, მამაცო სულო! ოჰ, მტკიცეო სიყვარულო! ოჰ, გონებავ, ადამიანურ ბუნებაზე მაღლა აღმატებულო! მახვილის აღება „დაკლვად ძისა თჳსისა". მაგრამ ვისით უფრო მეტად განცვიფრდეს და ვისით უფრო აღიტაცოს აქ კაცი? მამამთავრის მამაცი სულით თუ ძის მორჩილებით? არ გაქცეულა, არ შეწუხებულა მამის საქციელით, არამედ დამორჩილდა და მის განზრახვას დაემორჩილა, და როგორც კრავი, უხმოდ ეწვა საკურთხეველზე, მამის ხელიდან დარტყმას ელოდა. როცა ყველაფერი უკვე მომზადებული იყო და სხვა არაფერი აღარ რჩებოდა, სახიერი უფალი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, რომ ეს ბრძანება ძის ნამდვილი დაკვლისთვის კი არ მისცა, არამედ მართლის მთელი სათნოების გამოსავლინებლად, ბოლოს საკუთარ კაცთმოყვარეობასაც ავლენს, მართალს თავად განზრახვისთვის ადგამს გვირგვინს, ანუ მამამთავრის თავად...
დაბადებისა 22:11
10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.11. ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.12. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.
დაბადებისა თავი 22