...მხურვალე გულმოდგინებასა და მტკიცე მზადყოფნას. მან იცოდა, რომ ეს ახალი და არნახული საქმე იყო, მანამდე არავის გაუკეთებია მსგავსი რამ, — ამიტომაც მალავს მსახურთაგან და, მათთან ერთად სახედარს რომ ტოვებს, ეუბნება: „დასხედით მანდა...; მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ" (). ამას ამბობდა, თავადაც არ იცოდა, რომ ასე იქნებოდა; მაგრამ, სავარაუდოდ, თავად არ იცოდა რა, წინასწარმეტყველებდა. მსახურებს კი ასე უთხრა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ნამდვილი საქმე დაეფარა მათთვის და იმ ადგილას დაერჩინა ისინი. შემდეგ მამამთავარი ძესთან ერთად წავიდა. „წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად" (). რა მამაცობა სულისა! რა ნებისყოფის სიმტკიცე! „აღჰკიდა, — ამბობს წერილი, — ისაკს შეშაჲ მსხუერპლისაჲ"; თავად კი აიღო დანაკი და ცეცხლი, და წავიდნენ ძესთან ერთად. რა თვალებით უყურებდა თავის ძეს, რომელსაც ეკიდა შეშა, რომელზეც ცოტა ხნის შემდეგ ყოვლად დასაწველად უნდა შეეწირა იგი? როგორ უჭირავდა ხელებს ცეცხლი და დანაკი? ხელში რომ ხელშესახებ ცეცხლს ატარებდა, შინაგანი ცეცხლი მის გულს აღაგზნ...
დაბადებისა 22:5
4. და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.5. და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.
დაბადებისა თავი 22