მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 22:7

6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?8. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად.
დაბადებისა თავი 22
7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და სამდღიანი გზა მსხვერპლშეწირვისკენ (22:3–10):

...რომ ის, ვინც ადამიანური ბუნების ძალის მიღმა მამობის საშუალება მისცა, ახლაც შეძლებს ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელი საქმის აღსრულებას. შეხედე, ხელშესახებ ცეცხლზე ადრე, როგორ აღიგზნებოდა თანდათანობით შინაგანი ცეცხლი და წვავდა მართლის სულს. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო" (). მხოლოდ ეს ერთი სიტყვა საკმარისი იყო მართლის მთელი არსების შესარყევად. „ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო?" მამას უწოდებ იმას, ვინც ცოტა ხანში უკვე უშვილო იქნება; შვილს ვუწოდებ იმას, ვინც მალე სამსხვერპლოზე უნდა აღვიდეს, ვინც საკუთარი ხელებით უნდა დავკლა. ძემა თქვა: აჰა, ცეცხლს ატარებ, მე კი შეშას; სად არის მსხვერპლი? „სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?" წარმოიდგინე აქ მართლის მთელი ტანჯვა — როგორ უძლებდა იმას, რასაც ისმენდა, როგორ ახერხებდა ძისთვის პასუხის გაცემას, როგორ არ შეირყა სულით, როგორ შეძლო ძისთვის დამალვა და მომავალი საქმის არგამჟღავნება? მტკიცე აზრითა და მამაცი სულით პასუხობს ძეს: „ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო" (). შეხედე, აქაც კვლავ წინასწარმეტყველებს მომავალს, თავადაც არ იცის რა. ამ პასუხით ისაკისთვის ჭეშმარიტების დამალვა სურდა; ძე კი ამ ს...

სრულად ნახვა