მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:10

9. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით.10. ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა11. და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.
დაბადებისა თავი 26
10. ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ისაკი გერარეთში და ღვთის განგება (26:7-11):

...საშუალებას მიმართა. მეფეს კი ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდა ის, რაც მამამთავარსთან (აბრაჰამთან) განიცადა, როცა სარა წაიტაცა, და, როგორც კი გაიგო, რომ ახლაც სასჯელი ელოდა, ისაკს უთხრა: „რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა-იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ" (). ასეთ მოტყუებას, ამბობს, უკვე დავექვემდებარეთ შენი მამის დროს, და ახლაც, მალე რომ არ გაგვეგო, იმავეს განვიცდიდით, „და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ". მაშინ უმეცრებით შევცოდეთ; და ახლაც შენ კინაღამ უმეცრების ცოდვაში ჩაგვაგდე. „და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს" (). შენიშნე ღვთის განგება, შენიშნე გამოუთქმელი მზრუნველობა! ის, ვინც ისაკს უთხრა: არ წახვიდე ეგვიპტეში, ამ ქვეყანაში დასახლდი და მე შენთან ვიქნებიო, — ისვე ამ ყოველივეს აწყობდა და მართალს ასეთ უსაფრთხოებაში აყენებდა. შეხედე, როგორ ზრუნავს მეფე, რომ ისაკი უსაფრთხოდ ცხოვრობდეს და ყოველი შეწუხებისგან თავისუფალი ყოფილიყო. მეფე, როგორც ნათქვამია, სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ვინც მას ან მის ცოლს შეეხებოდა. სწორედ ეს შიში — ვგულისხმ...

სრულად ნახვა