...ი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდაც კი, თავიანთი ბოროტების უკიდურესობით, მის დიდებას უწყობენ ხელს. ერთი (შეურაცხყოფით) არ კმაყოფილდებიან და კვლავ აღუდგებიან, როცა სხვა ჭასს გათხარა. „წარმოვიდა მიერ", — ნათქვამია, — ... „და თხარა ჯურღმული სხუაჲ; და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი მტერობაჲ" (). კვლავ შენიშნე მართლის კეთილგონიერება! აქ, როგორც ჩანს, ჭა სრულად არ წაართვეს, არამედ მხოლოდ დაობდნენ და, თავიანთი უსამართლობა რომ ნათლად დაინახეს, უკან დაიხიეს. ამიტომ დაარქვა მან იმ ადგილს „მტერობაჲ", რადგან ის მტრობის მიზეზი გახდა. მაგრამ ასეთ შეურაცხყოფებს რომ ყოველდღე, ასე ვთქვათ, იტანდა მიმდებარე მცხოვრებთაგან, არ სულმოკლეობდა, სასოწარკვეთილებას არ ავლენდა და არც გულში იფიქრა ან თქვა: აჰა, ჭებით სარგებლობის ძალაც კი არ მაქვს — ხომ არ მიმატოვა ზეციურმა შეწევნამ, ხომ არ მოვაკლდი ღვთის განგებას? ამის მსგავს არაფერს ფიქრობდა და არაფერს განიზრახავდა, არამედ ყველაფერს სრულყოფილი სიმშვიდით იტანდა. ამიტომაც ყველაფერში უფრო მეტი ზეციური შეწევნა ჰქონდა. ასეთი შემთხვევები, ასე ვთქვათ, მართლის სათნოების ვარჯიში იყო. „და წარვიდა იგი მიერ-ცა", — ნათქვამია, — ... **„და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას...
დაბადებისა 26:21
20. და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას.21. წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 26