მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:22

21. წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
დაბადებისა თავი 26
22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...რში უფრო მეტი ზეციური შეწევნა ჰქონდა. ასეთი შემთხვევები, ასე ვთქვათ, მართლის სათნოების ვარჯიში იყო. „და წარვიდა იგი მიერ-ცა", — ნათქვამია, — ... „და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი ფართოებაჲ და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა" ().

3. ღვთის გამოცხადება და აბიმელექის მოსვლა (26:23-29)

შენიშნე მართლის კეთილგონიერება. როცა პირველ ჭებს ართმევდნენ, არ წუხდა, არ წინააღმდეგობდა, არამედ მხოლოდ ჭების სახელწოდებით მცხოვრებთა ბოროტების წარუშლელ ხსოვნას ტოვებდა. ხოლო ახლა, როცა აღარავინ უშლის ხელს და სრული თავისუფლებით სარგებლობს თავისი შრომის ნაყოფით, ყველაფერს ღმერთს მიაწერს. „დასდვა მას სახელი", — ნათქვამია, — „ფართოებაჲ". შემდეგ ამ სახელს ხსნის: იმიტომ ვუწოდე ფართოება, რომ „განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა". ხედავ ღვთისმოყვარე სულს, როგორ წინანდელ უსიამოვნებებს სრულიად არ იხსენებს, არამედ მხოლოდ სიკეთეს ახსოვს და ამისთვის მადლიერებას მოიხსენიებს და ამბობს: „რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა"? არაფერი არ არის ღვთისთვის ისეთი სათნო, როგორც მადლიერი და მადლობელი სული. ღმერთი ყოველ...

სრულად ნახვა