მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:4

3. და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.4. და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.5. ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი.
დაბადებისა თავი 26
4. და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის ფიცი და აბრაჰამის მორჩილება (26:4-5):

...თ შეეძლო ფიცულობა? ხედავ, რომ ეს შემწყნარებლობით იყო ნათქვამი: ფიცს უწოდებდა აღთქმის დამტკიცებას. „და დავამტკიცო", — ამბობს, — „ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა". შემდეგ უხსნის იმასაც, რა აღუთქვა და რა დაამტკიცა ფიცით. „და განვამრავლო", — ამბობს, — „ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (). იგივე ეუბნებოდა მამამთავარსაც: შენი შთამომავლობა იმდენი იქნება, რომ ვარსკულავთა და ქვიშის რიცხვს გაუტოლდება. „და მიგცე", — აგრძელებს, — „შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი". ხოლო აბრაჰამისთვის მიცემულ აღთქმებს შენზე აღვასრულებ იმიტომ, რომ „ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი" (). შენიშნე ღვთის სიბრძნე, — როგორ აღძრავს მართლის სულს, ამხნევებს მას და მამის მიმბაძველობისკენ მიმართავს. თუ ის, ამბობს ღმერთი, იმისთვის, რომ „ერჩდა ჴმასა ჩემსა", ასეთი დიდი აღთქმის ღირსი გახდა, და მისი სათნოების გამო ამ აღთქმას შენზე, მის შვილზე, აღვასრულებ, — იფიქრე, რა კეთილგანწყობით ისარგებლებ ჩემგან, რაოდენი განგების ღირსი გახდები, თუ მისი მოშურნე მიმბაძველი ი...

სრულად ნახვა