...ბა. „და მიგცე", — აგრძელებს, — „შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი". ხოლო აბრაჰამისთვის მიცემულ აღთქმებს შენზე აღვასრულებ იმიტომ, რომ „ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი" (). შენიშნე ღვთის სიბრძნე, — როგორ აღძრავს მართლის სულს, ამხნევებს მას და მამის მიმბაძველობისკენ მიმართავს. თუ ის, ამბობს ღმერთი, იმისთვის, რომ „ერჩდა ჴმასა ჩემსა", ასეთი დიდი აღთქმის ღირსი გახდა, და მისი სათნოების გამო ამ აღთქმას შენზე, მის შვილზე, აღვასრულებ, — იფიქრე, რა კეთილგანწყობით ისარგებლებ ჩემგან, რაოდენი განგების ღირსი გახდები, თუ მისი მოშურნე მიმბაძველი იქნები და მის გზას გაჰყვები. ვინც სხვის სათნოების გამო სიკეთეს იღებს, ბევრად მეტი მზრუნველობის ღირსი გახდება ზეგარდამო, თუ თავადაც სათნო იქნება. მაშ, რას ნიშნავს: „ერჩდა ჴმასა ჩემსა და დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი"? როცა ვუთხარი: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (), — მან ყოველივე, რაც ხელთ ჰქო...
დაბადებისა 26:5
4. და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.5. ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი.6. და დაეშენა ისაკ გერარეთს.
დაბადებისა თავი 26