მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:3

2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.4. და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.
დაბადებისა თავი 27
3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ისაკის კურთხევა იაკობისადმი (27:20–30):

...დრე ამ ჩანაფიქრისის მიზანი მიღწეული იქნა და იაკობი, მამისგან კურთხევა მიღებული, უკვე წავიდა მისგან. სწორედ ამას გვაუწყებს ნეტარი მოსე, როცა აქ მიუმატებს: „და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით“ ().

4. ესავის მწარე ტირილი და მამის პასუხი (27:31–40)

შეხედე, როგორ იმის წასვლის შემდეგ მაშინვე მოდის ეს — არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რომ მანაც, არაფრის მცოდნემ, საჭმელი მიართვა და თავად მამისგან შეეტყო ყველაფრის მიმდინარეობა. რომ ძმა დაეხვედრა, შესაძლოა, მრისხანებით აღძრული, მოეკლა კიდეც; თუ ამას უკვე შემდეგ სურდა (გაეკეთებინა), მით უმეტეს გააკეთებდა თავად შემთხვევისას. მაგრამ ღვთის მარჯვენა იცავდა ყრმას, კურთხევის ღირსად აქცია რა იგი, ხოლო ის (ესავი) კურთხევასაც მოაკლდა და პირმშოობასაც. მოვიდა რა, ნათქვამია, „უქმნა საჭმელი მამასა თჳსსა... და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან“ (). შეხედე, როგორ მოიცვა კვლავ მართალი შფოთმა და როგორ აღელდა სულით. (ესავის) სიტყვების მოსმენით თქვა: **„ვინ ხარ შენ?...

სრულად ნახვა
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2):

...ნჩინებული, რებეკამაც, სახელს რომ არქმევდა, იაკობი უწოდა, რაც „განწიხნას" ნიშნავს, როგორც ესავიც, მამის მიერ იაკობისთვის მიცემული კურთხევების შემდეგ, გოდებდა და ამბობდა: „სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო" (). შენიშნე, რა გამჭრიახობა ჰქონდათ ძველთ, ან უკეთ ვთქვათ — რა დიდია ღვთის სიბრძნე, რომელმაც ისე მოაწყო, რომ ცოლებიც არა უბრალოდ, არა შემთხვევით არქმევდნენ სახელებს შობილთ, არამედ ბავშვის სახელში მისი მომავლის წინასწარნიშანს ჩადებდნენ. და იშვიათად ნახავ, რომ შვილებს მშობლების სახელები ჰქონდეთ დარქმეული, ან შეიძლება ასეთი სულაც ვერ იპოვო. არამედ, როცა მამას სახელის დარქმევა სურდა, რაღაც არაჩვეულებრივ, ახალ სახელს აძლევდა, ისეთს, რომ მისით რაიმე მომავალი მოვლენა წინასწარ აღნიშნულიყო. ასევე იქცეოდა დედაც. მაგალითად, ლამექმა, თავის შვილს სახელი რომ დაარქვა, ნოე უწოდა და მიუმატა: „ამან განმისუენოს ჩუენ" (). ამგვარად, ყოველ სახელს თუ ყურადღებით გამოიკვლევ, აუცილებლად იპოვი მასში რაიმე წინასწარნიშანს, — და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან, შვილებს უმიზნოდ და შემთხვევით არქმევენ სახელებს, ან...

სრულად ნახვა