...ტეს გააკეთებდა თავად შემთხვევისას. მაგრამ ღვთის მარჯვენა იცავდა ყრმას, კურთხევის ღირსად აქცია რა იგი, ხოლო ის (ესავი) კურთხევასაც მოაკლდა და პირმშოობასაც. მოვიდა რა, ნათქვამია, „უქმნა საჭმელი მამასა თჳსსა... და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან“ (). შეხედე, როგორ მოიცვა კვლავ მართალი შფოთმა და როგორ აღელდა სულით. (ესავის) სიტყვების მოსმენით თქვა: „ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ“ (). ყურადღება მიაქციე, როგორ არ დაკმაყოფილდა ის, თავის (საქმეზე) ბევრს ფიქრობდა რა, პასუხით: „მე ვარ ესავ“; არამედ კიდევ დაუმატა: „პირმშო.“ „განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ“ (დაბ 27:32–33). აი, როგორ ჰყვება მას მომხდარს მართალი, გაძნელებულ მდგომარეობაში მყოფი, მძიმე ჭრილობას აყენებს სიტყვების დამატებით: „ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.“ ეს კი მართალმა იმიტომ გააკეთა, რომ მისი ბაგეებით ღვთის სიბრძნე ხელმძღვანელობდა, რათა ესავს, ყველაფერი ზუსტად რომ შეეტყო, თავადვე ენახა, რ...
დაბადებისა 27:31
30. და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.31. და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.32. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ.
დაბადებისა თავი 27