მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:36

35. ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი.36. და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?37. მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო?
დაბადებისა თავი 27
36. და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ესავის ქორწინება და მისი ზნეობრივი დაცემა (27:1–10)

დღესაც, თუ ინებებთ, წინა დღეს ნათქვამის შემდგომ მოყოლილს წესრიგით განვაგრძობთ და, რამდენადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, (წერილის) თითოეულ სიტყვას განვმარტავთ, რათა სარგებლიანად დავბრუნდეთ აქედან სახლებში. მაშ, წაკითხული ადგილის დასაწყისი განვიხილოთ. „იყო ესავ ორმეოცის წლის, — ამბობს წერილი, — და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.“ შეხედე, როგორ შეიძლება ამ მცირედი სიტყვებიდან მრავალი ვისწავლოთ. რისთვის აღნიშნა (წერილმა) ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი? არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რათა აქედან ისაკის სიბერე შეგვეტყო. ჩანს, რომ იგი უკვე მოხუცებულ ასაკში იყო. თუ წინათ ნათქვამს გავიხსენებთ — რომ ორმოცი წლის იყო, როცა რებეკა შეირთო, და სამოცი წლის, როცა შვილები შეეძინა — გავიგებთ, რომ ამჟამად უღრმეს სიბერეში იმყოფებოდა, უკვე ას წლამდე მიღწეული. ვინაიდან (მემატიანეს) განზრახული აქვს ამის შემდეგ მოგვითხროს, როგორ დაუბრმავდა ისაკს სიბერისგან თვალები, ამიტომაც აღნიშნა ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი,...

სრულად ნახვა
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2):

...ნჩინებული, რებეკამაც, სახელს რომ არქმევდა, იაკობი უწოდა, რაც „განწიხნას" ნიშნავს, როგორც ესავიც, მამის მიერ იაკობისთვის მიცემული კურთხევების შემდეგ, გოდებდა და ამბობდა: „სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო" (). შენიშნე, რა გამჭრიახობა ჰქონდათ ძველთ, ან უკეთ ვთქვათ — რა დიდია ღვთის სიბრძნე, რომელმაც ისე მოაწყო, რომ ცოლებიც არა უბრალოდ, არა შემთხვევით არქმევდნენ სახელებს შობილთ, არამედ ბავშვის სახელში მისი მომავლის წინასწარნიშანს ჩადებდნენ. და იშვიათად ნახავ, რომ შვილებს მშობლების სახელები ჰქონდეთ დარქმეული, ან შეიძლება ასეთი სულაც ვერ იპოვო. არამედ, როცა მამას სახელის დარქმევა სურდა, რაღაც არაჩვეულებრივ, ახალ სახელს აძლევდა, ისეთს, რომ მისით რაიმე მომავალი მოვლენა წინასწარ აღნიშნულიყო. ასევე იქცეოდა დედაც. მაგალითად, ლამექმა, თავის შვილს სახელი რომ დაარქვა, ნოე უწოდა და მიუმატა: „ამან განმისუენოს ჩუენ" (). ამგვარად, ყოველ სახელს თუ ყურადღებით გამოიკვლევ, აუცილებლად იპოვი მასში რაიმე წინასწარნიშანს, — და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან, შვილებს უმიზნოდ და შემთხვევით არქმევენ სახელებს, ან...

სრულად ნახვა