ამის მოსმენისას კი არავინ უნდა გაკვირვდეს, რომ იაკობი ამის შემდეგ, ძმისა ეშინოდა რა, მწირი ხდება და უცხო (ქვეყანაში) მიდის; არავინ, ასეთ დასაწყისზე მსჯელობს რა, არ უნდა იფიქროს, რომ წინასწარმეტყველება არ აღსრულდა. თუ უფალი რამეს ჰპირდება, მაშინ თუნდაც თავიდან ვხედავთ რაიმე შემთხვევებს, აღთქმებს რომ ეწინააღმდეგება — ნუ შევშფოთდებით: შეუძლებელია, რომ (ღვთის აღთქმები) სრულიად არ აღსრულდეს. ეს კი იმიტომ ხდება, რათა მართალნი, ყველა შემთხვევაში უფრო და უფრო ბრწყინდებიან რა, ნათლად ყველას გვიჩვენებდნენ (მათში მოქმედი) ღვთის ძალის სიუხვეს. და ეს შეგიძლია ნახო ყოველი მართლის ცხოვრებაში, თუ გულმოდგინედ განიხილავ მათ შესახებ ყველა თხრობას; ასე მოხდა ახლაც. არა იმას შეხედო, რომ (იაკობმა) მაშინვე გაქცევას მიმართა, არამედ იფიქრე მის შემდგომ დიდებაზე — იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ეს თავად, მისთვის საშინელი ქცეული ძმა ისეთ პატივს მიაგებს; და უცხოეთში გასაჭირის შემდეგ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ მისი შთამომავლობა ურიცხვ სიმრავლემდე გავრცელდა და მთელ ხალხს მისი სახელი ეწოდა. ახლა კი საღვთო წერილი მისი ძმის ისეთ რისხვას გვიჩვენებს, რომ მკვლელობაცა...
დაბადებისა 27:41
40. და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა.41. და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.42. უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.
დაბადებისა თავი 27