დაბადებისა 27:42
41. და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.42. უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.43. აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად.
დაბადებისა თავი 27