მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 28:13

12. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა.13. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.14. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.
დაბადებისა თავი 28
13. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სათნოებისკენ შეგონება და სულის საზრდო

ხომ იხილეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერებაც, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაც და იუდეველთა უკიდურესი უგრძნობლობაც? ხომ იხილეთ, როგორ ნეტარი მათე თავისი სწრაფი მორჩილებითა (უფლისადმი) და ესოდენ მნიშვნელოვანი (ცხოვრების) ცვლილებით ყველა ჩვენგანს გვასწავლის, რომ ზეციური მადლის შემდეგ ჩვენი ნება სათნოებისა და მანკიერების მიზეზად გვექცევა და რომ საკუთარი მოშურნეობით სათნოების მოქმედნი გავხდეთ, დაუდევრობით კი კვლავ ცოდვის უფსკრულში ჩავვარდეთ? სწორედ ამითაა ჩვენი განსხვავება უტყვთაგან, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა გონებით პატივი გვცა და ჩვენს ბუნებაში კეთილისა და ბოროტის შეცნობა ჩადო. ამრიგად, არავინ უნდა იმართლებდეს თავს იმით, რომ სათნოებას უმეცრებით უგულებელყოფს, ან იმით, რომ მისკენ მიმყვანი ხელმძღვანელი არ ჰყავს. ჩვენ საკმარისი ხელმძღვანელი გვაქვს — სინდისი, და შეუძლებელია, ვინმეს მისი შეწევნა მოაკლდეს. ადამიანის შექმნისთანავე მასში ჩაიდო იმის შეცნობა, თუ რა უნდა აკეთოს, რათა საკუთარი კეთილგონიერება სათნოების ღვაწლში ვარჯიშით ამჟამინდელ ცხოვრებაში, როგორც რაღაც მოჭიდავეთა სკოლაში, გამოიჩინოს და...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20):

...ს მისცემდა; თუმცა ამას არაფერს ითხოვდა უფლისგან და ლოცვაშიც კი ხსენებას არ ბედავდა, მაგრამ ღვთისთვის მეათედის მიძღვნის აღთქმით აჩვენა, რა მტკიცედ სასოებდა ყოველივეში აღმთქმელის ძალაზე. ამიტომაც თავად ღმერთი, მასთან საუბრისას, ეუბნებოდა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ" (). განიხილე, ამბობს, რომ პატრიარქიც უცხოტომელი მოხეტიალე შემოვიდა ამ ქვეყანაში, არავისგან ცნობილი, მაგრამ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ ახლა ყველა მასზე საუბრობს. მამაშენზეც იფიქრე, თუ როგორ — მამის უკიდურეს სიბერეში შობილი — ესოდენ აღმაღლდა, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთა შურის საგნადაც კი იქცა. შენც იგივე მოელი და ყოველგვარი შიში და ყოველი მღელვარება განაგდე, გზა განაგრძე. ამგვარად მსჯელობდა მართალი და თავის იმჟამინდელ მდგომარეობას არ უყურებდა (რადგან არაფერი გააჩნდა — და როგორღა ექნებოდა, მარტოდმარტო რომ იყო და შორეულ გზაზე გამოსული?), არამედ რწმენის თვალით თავის მომავალ კეთილდღეობას უკვე წინასწარ ხედავდა და მისთვის დამახასიათებელ ღვთისადმი მადლიერებას იჩენდა. ჯერ კიდევ არაფერი მიუღია და უკვე აღთქმას უდებს ღმერთს, რადგან უფლის აღთქმას თვით კეთილთა ფლობაზეც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევდა: ნამდვილად, არა იმდენად ხილულსა და გრძნობადს უნდა ვენდობ...

სრულად ნახვა