მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 28:20

19. და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად.20. და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად.21. და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა.
დაბადებისა თავი 28
20. და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად.
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იაკობის აღთქმა და ზეციურის ძიების შეგონება (28:20–22):

თუ ინებებთ, მოვისმინოთ წერილის სიტყვებიც: „აღთქუა, — ნათქვამია, — აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ" (). ვინაიდან უფალმა თქვა: მე შენთან ვარ და დაგიცავ გზაზე, რომელზეც მიდიხარ, ამიტომ ისიც ამბობს: თუ ყველაფერს გააკეთებ, რაც აღმითქვი. შემდეგ თავისი მხრიდანაც სათხოვარს დაუმატებს ასეთი სიტყვებით: „მცეს მე" უფალმა „პური ჭამად და სამოსელი შემოსად" (). არა სიმდიდრესა და არა ზედმეტს ითხოვს, არამედ პურსა და სამოსს — სამოსს სხეულის დასაფარავად, პურს კი აუცილებელი სარჩოსთვის. ყურადღება მიაქციე, როგორ ამ თხოვნით მოციქულურ სულისკვეთებას აღბეჭდავდა. ესოდენ სიბრძნისმოყვარეობით აღსავსე იყო მართლის სული! ის, რასაც ქრისტე ამბობდა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა... ნუცა ორსა სამოსელსა" (მათ 10:9–10), — ეს მან უკვე იცოდა, ჯერ არავისგან ნასწავლმა, არამედ თავად — ჩვენს ბუნებაში მყოფი მოძღვრისგან, და სურდა უფლისგან მხოლოდ „პური ჭამად და სამოსელი შემოსად" მიეღო. თუ ეს მექნება,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის