მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 29:31

30. და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.31. და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.32. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.
დაბადებისა თავი 29
31. და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რაქელის შური და მხევალთაგან შობილი ძენი (29:34–30:13):

...ე"** (; 30:1). უგუნური მოთხოვნა, ქალისთვის დამახასიათებელი და შურით ტანჯული სულისთვის! „მეც მე შვილი!" ნუთუ არ გსმენია, რომ შენს დას შვილოსნობა არა ქმართან თანაცხოვრებამ მოუტანა, არამედ უფალმა ღმერთმა, „რამეთუ სძულს ლია" რომ იხილა, „განაღო საშოჲ მისი" ()? რატომ მოსთხოვ ქმარს იმას, რაც ბუნებაზე მაღლაა, და ბუნების მპყრობელის დავიწყებით ქმარს ადანაშაულებ, რომელიც ამაში ვერაფრით შეგეწევა? „მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე". საშინელი ბოროტებაა შური! ისეთ უგუნურებემდეც კი მიჰყავს, როგორც ეს რაქელმაც განიცადა. დის ბავშვების სიმრავლეს რომ ხედავდა და საკუთარ მარტოობაზე ფიქრობდა, ამ სირცხვილს ვეღარ იტანდა, მღელვარე ზრახვებს ვეღარ აკავებდა — და უგუნურებით სავსე სიტყვებს წარმოთქვამს. „მეც მე, — ამბობს, — შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე". იქნებ შენიშნა, რომ ქმარი დას უყვარდა, და ფიქრობდა, სწორედ ამის გამო ჰყავს იმდენი შვილი, ხოლო მას ჯერ ერთიც არ შობია, — და ქმარს ეუბნება: „მეც მე შვილი"; მერე, დაშინების სურვილით, მატებს: „უკუეთუ არა, მოვკუდე მე". რა თქვა ამაზე ღვთისმოშიშმა იაკობმა? **„განურისხნა, — ნათქვამია, — იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომე...

სრულად ნახვა