1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20)
გუშინ მართლის მოგზაურობის დასაწყისმა საკმაოდ გვაჩვენა ჩვენ, რა დიდი იყო მისი სიბრძნისმოყვარეობა, რომლისთვისაც ღვთისგან ესოდენ დიდი აღთქმის ღირსი შეიქნა. შემდგომ, მან, გამხნევებულმა, ყოველთა ღმერთისადმი აღვლენილი თხოვნითა და ლოცვით არცთუ მცირე სწავლება მოგვცა ჩვენ ყველას, ოღონდ მოვინდომოთ მართლის სათნოებისადმი მიბაძვისკენ წამოწყებას. და მართლაც, საკვირველია, რომ იგი, აღმთქმელის ყოვლისშემძლეობის მცოდნე და მისგან ესოდენ დიდი აღთქმების მსმენელი,...