მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 29:33

32. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.33. და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.34. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი.
დაბადებისა თავი 29
33. და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის განგება ლიას შვილოსნობაში (29:29–33):

...იშნე, რა სიუხვით აჯილდოებს კაცთმოყვარე ღმერთი, სურს რა მართლის შთამომავლობაც გაამრავლოს და ლიაც უფრო საყვარელი გახადოს იაკობისთვის. „და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ" (). შეხედე, ყოველი შვილისთვის როგორ მადლობს უფალს და როგორ მადლიერია ქველმოქმედებისთვის: ისმინა უფალმა, ამბობს, რომ ვსძულვარ, და კიდევ შვილი მომცა! ამიტომაც „უწოდა სახელი მისი სჳმეონ".

4. რაქელის შური და მხევალთაგან შობილი ძენი (29:34–30:13)

ხედავ, რომ ლია სახელებსაც კი არა უბრალოდ და შემთხვევით არქმევდა შობილებს: ძეს „სჳმეონი" უწოდა, რადგან უფალმა ისმინა მისი ვედრება. ეს სახელი ებრაულად ნიშნავს: „მოსმენილი". „და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი" (). ამ სიტყვებიდან, მგონია, შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ორი ძის შობითაც ლია ჯერ კიდევ ვერ მოიზიდავდა ქმრის კეთილგანწყობას და ის კვლავ მთლიანად რაქელს იყო მიჯაჭვული. ამიტომ ლია ამბობს: „ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი" — ანუ მესამე ძის შობ...

სრულად ნახვა