...ეთილგანწყობას და ის კვლავ მთლიანად რაქელს იყო მიჯაჭვული. ამიტომ ლია ამბობს: „ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი" — ანუ მესამე ძის შობა, იქნებ, ქმარში ჩემდამი კეთილგანწყობას გააღვიძებს, რადგან აი, სამი ძე უკვე ვუშობე. „და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა. და უწოდა სახელი მისი იუდა" (). რას ნიშნავს: „აწ უკვე აღუვარო უფალსა"? „აღუვარო", ანუ მადლობასა და დიდებას შევსწირავ უფალს იმისთვის, რომ მეოთხე ძეც მომცა, ასეთი დიდი სიმდიდრე მიბოძა: რამდენსაც ხორციელი უსახურობა მაკლებდა ქმრის კეთილგანწყობას, იმდენს ღვთის კაცთმოყვარეობით ბოძებული შვილების შობა მინაზღაურებს, ჩემს ზედმეტ მწუხარებას აფანტებს, მე, სილამაზის ნაკლებობისთვის მოძულებულს, ნუგეშს მცემს და ქმრის უსიყვარულობას ჩემი დისკენ მიმართავს. მაგრამ იუდას შობის შემდეგ, ნათქვამია, ლია „დადგა შობისაგან. და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე" (; 30:1). უგუნური მოთხოვნა, ქალისთვის დამახასიათებელი და შურით ტანჯული სულისთვის! „მეც მე შვილი!" ნუთუ არ გსმენია, რომ შენს დას შვილოსნობა არა ქმართან თანაცხოვრ...
დაბადებისა 29:35
34. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი.35. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან.
დაბადებისა თავი 29