...ქული), ვინაიდან რჯული ჰყავდათ მასწავლებლად და მიუხედავად ამისა, არ გამოსწორდნენ, არამედ იმათ მსგავსად სცოდეს, უფრო მძიმე სასჯელს მიიღებენ. მაგრამ მოვისმინოთ ისიც, რაც დღეს წაკითხულია. „და უწოდა, — ამბობს (მოსე), — ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ევა, ესე იგი, ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა საღვთო წერილის (სიტყვებში), როგორ ესეც არ დაუმალა, არამედ გვაუწყა, რომ ადამიანმა ცოლსაც სახელი დაარქვა. „უწოდა, — ამბობს, — სახელი ცოლსა თჳსსა ევა, რაც ნიშნავს — ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა", ესე იგი, ის არის მისგან წარმოსაშობ ყველა ადამიანთა დასაბამი, ფესვი და საფუძველი მომავალი მოდგმისა. შემდეგ, ცოლისთვის სახელის დარქმევის შესახებ რომ გვაუწყა, კვლავ ღვთის სახიერებას გვიჩვენებს, რომ ის თავის მიერ შექმნილთ ყურადღების გარეშე არ ტოვებს, თუმცა ისინი ასეთ სირცხვილსა და შიშველობაში იმყოფებოდნენ. „და უქმნა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (). როგორც გულმოწყალე მამა, რომელსაც კეთილშობილი შვილი ჰყავს, ყოველი მზრუნველობით აღზრდილი, სრული ფუფუნებით მცხოვრები, მშვენიერ სა...
დაბადებისა 3:2
1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.3. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.
დაბადებისა თავი 3