მაგრამ აქ, შეიძლება, ვინმე დაებნეს და ინდომოს იმის ცოდნა, ხომ არ ჰქონდა ამ ცხოველს მეტყველების უნარიც? არა, ასე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ყოველთვის წერილს რომ მივყვებოდეთ, ასე უნდა ვიმსჯელოთ: სიტყვები ეშმაკს ეკუთვნოდა, რომელიც თავისი შურით იყო ამ ცთუნებისკენ აღძრული, ხოლო ეს ცხოველი მოხერხებულ იარაღად გამოიყენა, რათა, თავის ცთუნებას სატყუარად დაეფარა, ჯერ დედაკაცი შეაცდინა, როგორც ცთუნებისადმი ყოველთვის უფრო მიდრეკილი, შემდეგ კი მის მეშვეობით — პირველქმნილიც. ასე რომ, ეს უტყვი ცხოველი მზაკვრობისთვის გამოიყენა და მის მეშვეობით დედაკაცთან საუბარში შედის და ეუბნება: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა" შეხედეთ, რა ძალიან დახვეწილი მზაკვრობაა აქ! იმას, რაც ღმერთმა არ თქვა, ეშმაკი რჩევისა და კითხვის სახით სთავაზობს, თითქოს ზრუნავს მათზე, რადგან ასეთ კეთილგანწყობას გამოხატავს ეს სიტყვები: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა" თითქოს ასე ამბობდა ბოროტი ის დემონი: რისთვის (ღმერთმა) ასეთი სიამოვნება წაგართვათ? რატომ არ მოგცათ სამოთხის სიკეთით სრულად სარგებლობის...
დაბადებისა 3:1
1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.2. და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.
დაბადებისა თავი 3