...დაბ 3:19), სწორედ იმავეს გამოხატავს ახლა სიტყვებით: „საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა". შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რა მანძილზე დააშორა ღმერთმა ადამიანი სამოთხეს, საღვთო წერილი ამასაც გვასწავლის და ამბობს: „და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა" (). შეხედე, ყოველ გარემოებაში როგორ გამოვლინდა ყოველთა მეუფის კაცთმოყვარეობა და სასჯელის ყოველი სახე დიდ სახიერებაზე მოწმობს. არა მხოლოდ განდევნა იყო კაცთმოყვარეობისა და სახიერების საქმე, არამედ ისიც, რომ (ღმერთმა) სამოთხის პირისპირ დაასახლა, რათა მუდმივად ეწუხა და ყოველდღე ეფიქრა, რა დაკარგა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მაგრამ სამოთხის ხილვა, თუ აუტანელ მწუხარებას იწვევდა ადამის სულში, ამავე დროს არცთუ მცირე სარგებელს მოაქვდა: მუდმივი ხილვა მწუხარისათვის მომავლის გაფრთხილებად ემსახურებოდა, რათა კვლავ იმავე (დანაშაულში) არ ჩავარდნილიყო. აი, ჩვეულებრივ, ასე ხდება ადამიანთა შორის: ვიდრე სიკეთეებს ვფლობთ, მანამ ჯეროვანი სარგებლობა არ ვიცით; ხოლო, როცა დავკარგავთ, უფრო გონიერებები ვხდებით და მაშინ, გამოცდილებით ნასწავლნი, საკუთარ უზრუნველობას ვაცნობიერებთ, და ამგვარად, გარემოებათა ცვლილება გვაცნობიერებინებს, რა დავკარგეთ და რა ბო...
დაბადებისა 3:24
23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.
დაბადებისა თავი 3