მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:1

1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.2. და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 4
1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21):

...მისი განსწავლება, არამედ ყველა მომავალი ადამიანის სწავლებაც ინდომა — ყოველმხრივ აეცდინა ასეთი თავხედი საქციელი.

ახლა მომდევნოზე გადავიდეთ და ვნახოთ, რაზე მოგვითხრობს დღესაც ნეტარი ის წინასწარმეტყველი, სულიწმიდის ძალით შთაგონებული. როცა კაინმა განაჩენი მოისმინა, „გამოვიდა, — ამბობს მოსე, — პირისაგან ღმრთისა" (). რას ნიშნავს: „გამოვიდა პირისაგან ღმრთისა"? იმას, რომ თავისი საძაგელი საქმის გამო ღვთის მზრუნველობას მოაკლდა. „და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წერილი გვეუბნება იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაინი შემდეგ დაემკვიდრა — გვიჩვენებს, რომ ისიც სამოთხეს ახლოს დასახლდა, იმისთვის, რომ მის პირდაპირ მცხოვრები, მუდმივად ახსოვდა როგორც ის, რაც მამას მცნების დარღვევის გამო შეემთხვა, ისე საკუთარი დანაშაულის სიმძიმე — ასეთ სასჯელს დაექვემდებარა ის, ვინც მამის სასჯელით არ განისწავლა. და თავად ადგილიც, სადაც ცხოვრობდა, მუდმივად შეახსენებდა არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მომავალ ადამიანსაც ძრწოლასა და შიშს: სახელი „ნაიდი" ებრაული სიტყვაა და „შეძრწუნებას" ნიშნავს. ამრიგად, უფალმა იქ დაასახლა იგი, რათა თავად ადგილის სახელწოდებაში ხედავდა მხილებას, თითქოს სპილენძის სვეტზე ამოტვიფრულს. შემდეგ ნათქვამია: **„და იცნა კაინ ცოლი თჳსი...

სრულად ნახვა
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

...მის მცველი ვერ გახდი, მაშინ რატომ გახდი მკვლელი, მოკალი ის, ვინც შენ არაფრით შეგაწუხა, და კიდევ იფიქრე, თითქოს არავინ იყოს შენი მამხილებელი? მაგრამ მოიცადე და ნახავ, რომ თავად მოკლული შენი მამხილებელი იქნება, მკვდრად მწოლარე ხმამაღლა დაგადანაშაულებს შენ, ცოცხალსა და მოარულს. „და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ?" (). მრავალმნიშვნელოვანია ეს სიტყვებიც. რისთვის, ამბობს, გააკეთე ეს? რისთვის ჩაიდინე ეს უღმრთო თავხედობა, საძაგელი საქციელი, მიუტევებელი საქმე, აუტანელი სიშლეგე, ახალი და უწინარესი მკვლელობა, შენი ხელით პირველად შემოტანილი კაცობრიობაში? რისთვის ჩაიდინე ეს დიდი და საშინელი საქმე, რომელზე მძიმეც ცოდვათა შორის არ არსებობს? „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა მე ადამიანი ვარ და მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმულ ხმას ვისმენ? მე ღმერთი ვარ და სისხლის მეშვეობით მღაღადებლისა და მიწაზე მწოლარეს მოსმენაც შემიძლია. აჰა, როგორ შორს მიაღწევს ამ სისხლის ხმა, მიწიდან ცამდე ადის და, ცათა ცას გასცილდება რა და უმაღლეს ძალებს გაივლის, თვით მეუფის ტახტს აღწევს და შენს მკვლელობაზე უჩივის, უღმრთო საქმეს ამხელს. „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა უცხოსა და გარეშეს მიაყენე ასეთი შეურაცხყოფა? არა,...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4):

...არ დაურთო (მოსემ) „იქცევისი", არამედ იმისთვის, რომ გვესწავლა, რომ სამოთხეში შესასვლელი სრულიად ჩაკეტილი იყო, ვინაიდან ის მახვილი, იქცეოდა რა, იქ მიმავალ ყველა გზას კეტავდა და მუდმივ შიშსა და მოგონებას აღძრავდა მასში.

4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4)

„ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი" (). შენიშნე, როდის მოხდა ეს. ურჩობის შემდეგ, სამოთხიდან განდევნის შემდეგ — მაშინ იწყება საქორწინო ცხოვრება. ურჩობამდე (პირველი ადამიანები) ანგელოზებივით ცხოვრობდნენ და თანაცხოვრებაზე საუბარიც არ იყო. და როგორ შეიძლებოდა, როცა ხორციელი საჭიროებებისგან თავისუფალნი იყვნენ? ამრიგად, თავდაპირველად ცხოვრება ქალწულებრივი იყო; ხოლო, როცა (პირველი ადამიანების) უზრუნველობით ურჩობა გამოჩნდა და (სამყაროში) ცოდვა შემოვიდა, ქალწულება მათგან გაფრინდა, ვინაიდან ასეთი დიდი სიკეთის უღირსნი გახდნენ, და მის ნაცვლად ქორწინების კანონი შემოვიდა ძალაში. დაფიქრდი, საყვარელო, რა დიდია ქალწულების ღირსება, რა მაღალი და მნიშვნელოვანია ეს მდგომარეობა, როგორ აღემატება ადამიანურ ბუნებას და ზეგარდმო შემწეობას საჭიროებს. რომ ქალწულების ამრჩევნი, სხეულში მყოფნიც კი, უსხეულო ძალთა მსგავსად ცხოვრობენ, მოისმინე ქრისტეს სიტყვები, სადუკეველთა მიმართ ნათქვამი. მათ, აღდგ...

სრულად ნახვა