...არველს ეძებდნენ. მათ მიერ ჩადენილმა მცნების დარღვევამ ის საკვირველი და არაჩვეულებრივი სამოსი, ესე იგი, დიდებისა და ზენა კეთილგანწყობის (სამოსი), მოხადა, ამავე დროს სიშიშვლის შეგრძნება აღუძრა და გამოუთქმელი სირცხვილით მოცვა. „და შეკერეს", — ნათქვამია, — „ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი" (). დაფიქრდი, საყვარელო, რა სიმაღლიდან რა ღრმა უფსკრულში ჩამოაგდო ისინი ეშმაკის შთაგონებამ. აქამდე ასეთი დიდებით შემოსილნი, ახლა ლეღვის ფოთლებს იკერავენ და სარტყელს იკეთებენ. ასეთია ეშმაკის ცთუნების ნაყოფი; ასეთია ამ შთაგონების მოხერხებულობა, რომ ადამიანებს არათუ მეტი სიკეთე არ მოუტანა, არამედ ისიც წაართვა, რაც ჰქონდათ. ვინაიდან ასეთმა მიზეზმა — ჭამამ — ურჩობა წარმოშვა, ამიტომ წერილი ამბობს: „და ჭამეს და განეხუნეს თუალნი" მათი, არა ხორციელ თვალებს გულისხმობს, არამედ გონებრივ ხილვას. ვინაიდან მათ მცნება დაარღვიეს, (უფალმა) ისიც აგრძნობინა, რასაც მანამდე, მათდამი გამოჩენილი კეთილგანწყობის გამო, არ გრძნობდნენ. როცა ისმენ, რომ „განეხუნეს თუალნი მათნი", ესე გაიგე, რომ (ღმერთმა) სიშიშვლე და იმ დიდების დაკარგვა აგრძნობინა, რომლითაც ჭამამდე სარგებლობდნენ. რომ ეს წერილის ჩვეულებაა, ისმინე, სხვაგანაც როგორ ამბობს. როცა სარას მხევალ...
დაბადებისა 3:7
6. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს.7. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი.8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.
დაბადებისა თავი 3