მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:26

25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.27. და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
დაბადებისა თავი 32
26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის ჭიდილი ღმერთთან და ისრაელის სახელი (32:20–28):

...დან შიში განედევნა და ძმის შესახვედრად ყოველგვარი შეშფოთების გარეშე წასულიყო. როცა მტკიცედ შეახო, ნათქვამია, „ვრცელსა ბარკლისასა, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა". მერე, რათა მართალს შეეცნო ძალა იმისა, ვინც ხილულად ებრძოდა, მან უთხრა: „განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი" (). მართალმა, ამ სიტყვების წარმომთქმელის ძალის სიდიადე რომ იგრძნო, მიუგო: „არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე" (). დიდს, ამბობს, ვეღირსე, ჩემი ღირსების აღმატებულს; ამიტომ არ გაგიშვებ, სანამ კურთხევას არ მომანიჭებ. მერე ჰკითხა: „რაჲ არს სახელი შენი?" (). კვლავ შენიშნე მოწყალება. განა მართლის სახელი არ იცოდა, რომ ჰკითხა? რა თქმა უნდა, იცოდა; მაგრამ ამ კითხვით სურდა მხოლოდ რწმენაში განემტკიცებინა და ეჩვენებინა, ვინ ესაუბრებოდა მას. როცა მართალმა უპასუხა: იაკობი, გამოცხადდა: „არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო" (). ხედავ, როგორ წარმოაჩინა სრულად ის მიზეზი, რის გამოც მართალს ასეთი მოწყალება...

სრულად ნახვა