...იშში ჩააგდეს მისადმი ნათქვამმა სიტყვებმა — ლაბანი, რომელიც ისეთი სიჩქარით დაედევნა იაკობს, — მით უმეტეს საჭირო იყო, ძმა მართლის მიმართ სიმშვიდეზე განეწყო. „მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი, — ნათქვამია, — და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა" (). აი, ამანაც კიდევ უფრო გაუძლიერა შიში მართალს. ძმის განზრახვა ზუსტად რომ არ იცოდა და მის თანმხლებ ხალხის სიმრავლე შეიტყო, შეეშინდა — იფიქრა, ნუთუ საომრად მოემზადა და ასე აპირებს შეხვედრას? „ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად" (). შიშმა აღელვა მისი სული; არ იცოდა, რა ექნა, და დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. ამიტომ, შიშით გარემოცულმა და თვალწინ სიკვდილის მხილველმა, თანმყოლი ხალხი „ორად ბანაკად" გაყო და თქვა: „უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად" (დაბ 32:7–8). აი, რა ჩააგონა მას შიშმა და ძლიერმა შეშფოთებამ. ბადეში გახლართულივით რომ ხედავდა თავს, მიმართა უძლეველ უფალსა და ყოვლის ღმერთს შეევედრა, მისთვის მიცემული აღთქმების აღსრულება ეთხოვა, თითქოს ასე ამბობდა: ახლაა ის დრო, როცა წინაპართა სათნოებისთვისაცა და შენ თავად ბოძებული აღთქმისთ...
დაბადებისა 32:6
5. და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.6. და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა.7. ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.
დაბადებისა თავი 32