მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:7

6. და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა.7. ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.8. და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად.
დაბადებისა თავი 32
7. ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12):

...და და ოთხასნი კაცნი მის თანა"** (). აი, ამანაც კიდევ უფრო გაუძლიერა შიში მართალს. ძმის განზრახვა ზუსტად რომ არ იცოდა და მის თანმხლებ ხალხის სიმრავლე შეიტყო, შეეშინდა — იფიქრა, ნუთუ საომრად მოემზადა და ასე აპირებს შეხვედრას? „ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად" (). შიშმა აღელვა მისი სული; არ იცოდა, რა ექნა, და დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. ამიტომ, შიშით გარემოცულმა და თვალწინ სიკვდილის მხილველმა, თანმყოლი ხალხი „ორად ბანაკად" გაყო და თქვა: „უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად" (დაბ 32:7–8). აი, რა ჩააგონა მას შიშმა და ძლიერმა შეშფოთებამ. ბადეში გახლართულივით რომ ხედავდა თავს, მიმართა უძლეველ უფალსა და ყოვლის ღმერთს შეევედრა, მისთვის მიცემული აღთქმების აღსრულება ეთხოვა, თითქოს ასე ამბობდა: ახლაა ის დრო, როცა წინაპართა სათნოებისთვისაცა და შენ თავად ბოძებული აღთქმისთვისაც ღირსი გავხდე შენი სრული შეწევნის მიღებისა. „და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, შენ, — ამბობს, — უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა" (). შენ, ამბობს, უცხო ქვეყნიდან გამომიხმე...

სრულად ნახვა