მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:9

8. და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად.9. და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.10. კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად.
დაბადებისა თავი 32
9. და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12):

...ების აღსრულება ეთხოვა, თითქოს ასე ამბობდა: ახლაა ის დრო, როცა წინაპართა სათნოებისთვისაცა და შენ თავად ბოძებული აღთქმისთვისაც ღირსი გავხდე შენი სრული შეწევნის მიღებისა. „და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, შენ, — ამბობს, — უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა" (). შენ, ამბობს, უცხო ქვეყნიდან გამომიხმე და მამისა და სამშობლოსკენ მაბრუნე: „კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა" (). გამოავლინე, ამბობს, ამ დროისთვის შესაფერისი შეწევნა; ვისაც დღემდე ასეთი დიდი მზრუნველობა გამოუჩენია ჩემდამი, ახლაც ძალგიძს მომავალი საფრთხეებიდან გამომიყვანო. მახსოვს, რომ „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას, და აწ ესერა", შენი ჩემდამი განგების წყალობით, ვინც ოდესღაც მხოლოდ ერთი კვერთხი მქონდა უცხო ქვეყანაში წასვლისას, „აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). მაშ, შენ, უფალო, ვინც ასეთი წარმატება მიბოძე, ჩემი საბადებელი ასე გაამრავლე, **„განმარინე მე ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზე...

სრულად ნახვა