...ს სათნოებაზე, არამედ ღვთისგან მისთვის მოვლინებულზე მიუთითებს და ამბობს: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე". სწორედ ის არის, ვინც ჩემი ცხოვრება თავიდანვე დღევანდელ დრომდე მოაწყო. ასე ადრეც თქვა: „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). ახლაც იმავეს ამბობს, მხოლოდ სხვა სიტყვებით: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა" (დაბ 48:15–16). მადლიერი სულის, ღვთისმოსავი გულის სიტყვები, რომელიც ახალ ხსოვნაში ინახავს ღვთის ქველმოქმედებას! ის, ამბობს, რომელსაც სათნო ეყვნეს მამანი ჩემნი, რომელიც სიყრმიდან დღემდე მზრდიდა, რომელიც თავიდანვე მიხსნიდა ყოველი ბოროტისგან და ამოდენა მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ, – „აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!" (). ხედავ გონიერებასაცა და თავმდაბლობასაც? – გონიერებას იმაში, რომ რწმენის თვალით შორს ჭვრეტდა და მანასეს ეფრემი ამჯობინა; – თავმდაბლობას კი იმაში, რომ თავისი სათნოება საერთოდ არ ახსენა...
დაბადებისა 32:10
9. და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.10. კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად.11. განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა.
დაბადებისა თავი 32