მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 33:10

9. ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე.10. ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე.11. და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.
დაბადებისა თავი 33
10. ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ძმათა შერიგება და იაკობის თავმდაბლობა (33:5–17):

...შენივე"** (). თუმცა იაკობი ამით არ დაკმაყოფილდა: სურდა ეჩვენებინა, რამდენად ფასობს მისთვის ძმის კეთილგანწყობა, და ამბობს: „უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე" (). მიიღე, ამბობს, ჩემგან მოტანილი ძღვენი, რადგან ისეთი სიხარულით ვიხილე შენი სახე, თითქოს ღვთის სახე ვიხილე. ეს მართალმა განსაკუთრებული პატივისცემით თქვა, რათა გული დაელბო და ძმური სიყვარულისკენ მოეზიდა. „ჯერ-მიჩინე", ესე იგი, სასურველი გამიკეთე. „და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად" (). ნუ უარს იტყვი მიღებაზე, ამბობს; ეს ყოველივე ღმერთმა მიბოძა; ის არის მომცემი ყველაფრისა, რაც მაქვს. ამით იაკობი შეუმჩნევლად აგრძნობინებდა ძმას, რა საღვთო განგებით სარგებლობს, და მას დიდ პატივისცემისკენ მოუწოდებდა. „და აიძულა მას და მიიღო". ხედავ, რარიგ ცვლილება მოხდა! „ჰრქუა ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ" (), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი...

სრულად ნახვა