მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 33:9

8. მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან წინაშე შენსა.9. ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე.10. ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე.
დაბადებისა თავი 33
9. ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე.
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12)

ვიცი, რომ გუშინ საუბრის სიგრძემ დაგღალათ. მაგრამ იყავით მოთმინებით: თქვენი შრომა ამაო არ არის — იგი უფლისთვის აღესრულება, რომელიც მცირეხნიან შრომასაც დიდი ჯილდოებით ღირს-ჰყოფს. სხეული თუ დაიღალა, სულმა მით უფრო განმტკიცება მიიღო. მეც მინდოდა, სწავლება შემემოკლებინა, მაგრამ თქვენი ძლიერი სურვილისა და გულმოდგინე მოშურნეობას რომ ვხედავდი, ვერ გავბედე სიტყვის უდროოდ შეწყვეტა დაწყებული თხრობის დამთავრებამდე, იმის მცოდნემ, რომ ამით უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხანგრძლივმა საუბარმა განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა თქვენი დიდი გულმოდგინება და სმენის დაუოკებელი წყურვილი. ამიტომაც მეც, დღითიდღე მზარდ მოშურნეობას რომ ვამჩნევ, მეტი მზადყოფნით ვიწყებ თქვენთვის სწავლების წარმოთქმას. მაშ, დღესაც, შეძლებისამებრ, გუშინდელის მომდევნო რომ გავაგრძელოთ, თქვენ, საყვარელნო, ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზოთ და ვნახოთ, მართალმა იაკობმა ლაბანის წასვლის შემდეგ როგორ განაგრძო მოგზაურობა. საღვთო წერილში წარმოდგენილიდან არაფერია ტყუილად ნათქვამი, არამედ მართალთა ყოველ საქციელს ჩვენთვის უდიდესი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის