მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 33:20

19. და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა.20. და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა.
დაბადებისა თავი 33
20. და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20):

...გაჭირვებულს. პირიქით, ეს მართალი არაფერ მსგავსს არ ფიქრობდა. თვით მცირე ნაკვეთის შესაძენადაც კი ველის ნაწილი იყიდა ემორისგან, სიქემის მამისგან, ას ტარიგად. და შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა, და რისთვის ცდილობდა ველის შეძენას. „და აღმართა მუნ, — ნათქვამია, — საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა" (). ველის ნაწილი სხვა არაფრისთვის იყიდა, არამედ იმისთვის, რომ იქ ყველას საერთო უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა. ამ მართალს, რომელიც სჯულამდე ცხოვრობდა, უნდა მიბაძონ მადლის ქვეშ მცხოვრებნიც და ასე არ იქნენ გაშმაგებულნნი სიმდიდრის დაგროვებით. რისთვის, მითხარი, შენ თავს ეკლის ასეთ ტვირთს ადებ და შვილებსაც, თავად ვერ ამჩნევ რა, ყოველი ბოროტების საგანსაც და მიზეზსაც უტოვებ? ნუთუ არ იცი, რომ უფალი შენზე მეტად ზრუნავს შენს შვილზე; შენ კი — უდიდესი მზრუნველობის გამოჩენა გგონია — მისი სულის წარწყმედის საბაბს უმზადებ?

ნუთუ არ იცი, რომ ახალგაზრდობა თავისთავადაც უძლურიია და ბოროტებისკენ ადვილად მიდრეკილი; როცა კი უფრო დიდ სიმდიდრეს მიიღებს, მით უფრო სწრაფად მიეზიდება ყოველგვარი ბოროტებისკენ? როგორც ცეცხლი, აალებადი ნივთიერება რომ იპოვოს, უფრო ძლიერ ალს აჩენს, ასევე ახალგაზრდობა, ფულის გროვას რომ მიიღებს, როგორც აალებად ნივთიერებას,...

სრულად ნახვა