არ გესმის, რას ამბობს ქრისტე: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის" (), — რასაც ეკლადაც უწოდა? როცა თქვა, რომ ერთი თესლი ეკლებში ჩავარდა, და მოწაფეებს უხსნიდა, რა არის ეკალი, უფალი ამბობს: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის". და კარგად შეადარა ამ სოფლის ზრუნვები ეკალს: როგორც ეკალი თესლს არ აძლევს აღმოცენების საშუალებას, არამედ თავისი სიხშირით თესვას ახშობს, ასევე ამქვეყნიური ზრუნვები არ აძლევს სულიერ თესლს ნაყოფის გამოღების საშუალებას, როცა იგი სულში ჩადებულია, არამედ, ეკლის მსგავსად, ახშობს და აღგვის მას, სულიერი თესვის აღმოცენების საშუალებას არ იძლევა. „საცთურმან სიმდიდრისამან", ამბობს: კარგად მიაწერა სიმდიდრეს მოტყუება, რადგან იგი მართლაც მოტყუებაა. რა სარგებელია ტალანტების ასეთ სიმრავლეში, ფულის ასეთ სიჭარბეში? „მათი შეძენა ბევრ სიამოვნებას ანიჭებსო", — იტყვიან. მაგრამ რა სიამოვნება? რა სიამოვნებაზე ლაპარაკობ? ნუთუ ეს არ აჩენს განსაკუთრებულ უდროოდ...
დაბადებისა 34:1
1. გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.2. და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.
დაბადებისა თავი 34