მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:4

3. და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.4. და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.5. და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.
დაბადებისა თავი 35
4. და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის