მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:5

4. და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.5. და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.6. მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა.
დაბადებისა თავი 35
5. და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13):

...ვენა იცავდა მას, კადნიერებაც მიიღო და მტრების მზაკვრობასაც გადაურჩა. ხოლო იმ ქალაქების მცხოვრებლები დიდი სიმრავლით შეიკრიბნენ და ერთსულოვნებასაც ავლენდნენ თავიანთ ჩანაფიქრებში, მაგრამ თავიანთი განზრახვიდან ვერაფერი ასრულებაში ვერ მოიყვანეს. „იყო, — ნათქვამია, — შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს" (). მაშ, როცა მართალი თავისი შიშისგანაც და ადგილობრივი მცხოვრებლებისგანაც განთავისუფლდა, ისევ ღმერთი ავლენს მის მიმართ თავის აღმატებულ კაცთმოყვარეობას. „ეჩუენა, — ნათქვამია, — ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას" (). რისთვის დაემატა „მერმეცა"? ისე უბრალოდ კი არა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი უკვე ადრეც გამოეცხადა ამ ადგილას, როცა ძმისგან გაქცეული მესოპოტამიისკენ მიემართებოდა. ამიტომაც ნათქვამია ახლა: როგორც მაშინ გამოეცხადა მას ღმერთი, აქედან წასვლისას, ისე ახლაც იმავე ადგილას გამოეცხადება, დაბრუნებულს, და ამტკიცებს იმ აღთქმებს, რომლებიც წასვლისას მისცა, მართალს იმისკენ წინასწარ განაწყობს, რომ აღთქმებს მტკიცედ ერწმუნოს და სულით არ შეირყეს მათი აღსრულების ჟამამდე. „აკურთხა იგი და ჰრქუა: არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი" (დაბ 35:9–10). თუმცა ღმერთმა ეს წო...

სრულად ნახვა