მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:9

8. მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ".9. ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი10. და ჰრქუა. არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.
დაბადებისა თავი 35
9. ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13):

...ქვამია, — შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს"** (). მაშ, როცა მართალი თავისი შიშისგანაც და ადგილობრივი მცხოვრებლებისგანაც განთავისუფლდა, ისევ ღმერთი ავლენს მის მიმართ თავის აღმატებულ კაცთმოყვარეობას. „ეჩუენა, — ნათქვამია, — ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას" (). რისთვის დაემატა „მერმეცა"? ისე უბრალოდ კი არა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი უკვე ადრეც გამოეცხადა ამ ადგილას, როცა ძმისგან გაქცეული მესოპოტამიისკენ მიემართებოდა. ამიტომაც ნათქვამია ახლა: როგორც მაშინ გამოეცხადა მას ღმერთი, აქედან წასვლისას, ისე ახლაც იმავე ადგილას გამოეცხადება, დაბრუნებულს, და ამტკიცებს იმ აღთქმებს, რომლებიც წასვლისას მისცა, მართალს იმისკენ წინასწარ განაწყობს, რომ აღთქმებს მტკიცედ ერწმუნოს და სულით არ შეირყეს მათი აღსრულების ჟამამდე. „აკურთხა იგი და ჰრქუა: არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი" (დაბ 35:9–10). თუმცა ღმერთმა ეს წოდება უკვე ადრე მისცა, როცა მართალი იაბოკს გადალახავდა, მაგრამ ახლაც, სურს რა მართალს კიდევ უფრო დიდი რწმენა ჩაუნერგოს თავის აღთქმათა მიმართ, იმავე კურთხევას ანიჭებს და ეუბნება: **„ისრაჱლ იყოს სახელი შენი:... აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრე...

სრულად ნახვა