...ამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა"** (დაბ 35:6–7). ბეთელში ჩასული, ნათქვამია, გააკეთა ის, რაც ნაბრძანები იყო: საკურთხეველი აღმართა და ამ ადგილს სახელი „ბეთელ" უწოდა. „მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა, და უწოდა სახელი მუხასა მას „მუხაჲ გლოისაჲ"" (). ხედავ, ადგილებს ყოველთვის იქ მომხდარი მოვლენების მიხედვით არქმევდა სახელებს, რომ მათი ხსოვნა მუდმივად შენარჩუნებულიყო. მაგრამ როგორ, იკითხავს ვინმე, რებეკას ძიძა იაკობთან ერთად რომ იყო, როცა ის ახლახან მესოპოტამიიდან დაბრუნდა და ჯერ მამასთან არც კი შეხვედრილიყო? ამის პასუხად შეიძლება ითქვას, რომ ძიძას, ალბათ, სურდა იაკობს თანმხლებოდა, ლაბანისგან წამოსვლისას, რათა ხანგრძლივი განშორების შემდეგ რებეკას ენახა; თუმცა ვერ ეხილა იგი და იქ დაამთავრა თავისი სიცოცხლე.
5. შვილთა აღზრდის მოვალეობა და ელის მაგალითი
აქ, თუ გნებავთ, ჩვენც დავამთავროთ საუბარი, ნათქვამით დავკმაყოფილდეთ. მაგრამ საყვარელნო, გთხოვთ, საკუთარ სათნოებაზეც იზრუნოთ და ჭაბუკთა სიწმიდეზეც. აქედან იბადება, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი ბოროტება. ცუდი ჩვევები, დროის გასვლასთან ერთად გამძაფრებულნი, ისეთ ზიანს აყენებენ, რომ ადამიანები, ერთხელ გარყვნილებას მიცემულნი, ვეღ...