...დე ამ მოხუცს, უკვე მოხუცებულ ადამიანს, პატრიარქს, თაყვანისცემით რომ გამოხატავს იოსებისადმი პატივისცემას და თავად საქმით ახლა აჩვენებს სიზმრის აღსრულებას. როცა იოსებმა თავისი სიზმარი მოუთხრო, მან თქვა, ამბობს წერილი: „მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმ...
დაბადებისა 37:10
9. მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.10. შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?11. და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.
დაბადებისა თავი 37