მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 37:13

12. და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.13. და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.14. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.
დაბადებისა თავი 37
13. და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იოსების წინასწარმეტყველური სიზმრები (37:5-14):

...ლიერებდნენ და ფარულად ცეცხლს ანთებდნენ. ამასობაში არც მამასა და არც ჭაბუკს არაფერი ეჭვობდა და არ ეგონა, რომ ძმები ასეთ გაშმაგებამდე მივიდოდნენ. ამიტომაც, როცა ძმები ფარებთან გაემგზავრნენ, მამამ იოსებს უთხრა: „ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე" (). ხედავ, როგორ უყვარდა მამას შვილები? ხედავ, როგორ მორჩილი იყო ძე? „და ჰრქუა მას ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე" ().

3. იოსები ძმებთან და ქრისტეს წინასახე (37:14-27)

ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ გამოაშკარავებულიყო იოსების კეთილგანწყობა ძმების მიმართაც და მათი მკვლელობის განზრახვა მის წინააღმდეგაც. ამასთან, მომავალიც იგულისხმებოდა: ამ მოვლენებში, ჩრდილის მსგავსად, ჭეშმარიტების მომავალი მოვლენები წინასწარ იხატებოდა. როგორც იოსები ძმების მოსანახულებლად მივიდა, მათ კი არც ძმობა, არც მისი მისვლის მიზეზი პატივად არ აღიარეს, და ჯერ მოკვლა სურდათ, მერე კი უცხოტომელებს მიჰყიდეს — ასევე ჩვენმა უფალმა, თავისი კაცთმოყვარეობით, ადამიანური მოდგმის მოსანახულებლად მოვიდა, ჩვენთვის ჩვენი ბუნების ხორცი მიიღო და კეთილინება, რომ ჩვენ...

სრულად ნახვა