1. ძმათა შური იოსების მიმართ (37:3-4)
კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი"....