ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ გამოაშკარავებულიყო იოსების კეთილგანწყობა ძმების მიმართაც და მათი მკვლელობის განზრახვა მის წინააღმდეგაც. ამასთან, მომავალიც იგულისხმებოდა: ამ მოვლენებში, ჩრდილის მსგავსად, ჭეშმარიტების მომავალი მოვლენები წინასწარ იხატებოდა. როგორც იოსები ძმების მოსანახულებლად მივიდა, მათ კი არც ძმობა, არც მისი მისვლის მიზეზი პატივად არ აღიარეს, და ჯერ მოკვლა სურდათ, მერე კი უცხოტომელებს მიჰყიდეს — ასევე ჩვენმა უფალმა, თავისი კაცთმოყვარეობით, ადამიანური მოდგმის მოსანახულებლად მოვიდა, ჩვენთვის ჩვენი ბუნების ხორცი მიიღო და კეთილინება, რომ ჩვენი ძმა გამხდარიყო. ამის შესახებ პავლეც ძახილით ამბობს: „რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ" (ებრ 2:16–17). მაგრამ უმადურმა იუდეველებმა სულთა და ხორცთა მკურნალის მოკვლა მოინდომეს, რომელიც ყოველდღიურად უამრავ სასწაულს აღასრულებდა, თავიანთი მკვლელობის ჩანაფიქარი ასრულებაში მოიყვანეს და ჯვარს აცვეს ის, ვინც ჩვენი ცხონებისთვის კეთილინება მონის ხატი მიეღო. მაგრამ იუდეველებმა, უფლის ჯვარცმით, თავიანთი...
დაბადებისა 37:15
14. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.15. და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ?16. ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ?
დაბადებისა თავი 37