მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 37:28

27. მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.28. და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.29. და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას.
დაბადებისა თავი 37
28. და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების გაყიდვა და იაკობის გლოვა (37:27-35):

შენიშნე, როგორც ადრე რუბენმა მცირე ბოროტებით უფრო დიდი აიცილა, ასე ახლაც იუდა ძმის გაყიდვას ურჩევს, რომ სიკვდილისგან იხსნას. ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც აღსრულებულიყო საღვთო წინასწარმეტყველებანი და ძმებიც ღვთის განგებას ემსახურებინათ. იუდას რჩევა მიიღეს და ჯურღმულიდან „აღმოიყუანეს იოსებ... და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა" (დაბ 37:27–28). რა დანაშაულებრივი გარიგება! რა დამღუპველი სარგებელი! რა ურჯულო გაყიდვა! თქვენ გადაწყვიტეთ იმის გაყიდვა, ვინც სისხლით ნათესავია, ვინც მამას ასე უყვარს, ვინც სანახავად მოვიდა, ვინც არასოდეს არაფრით შეგცოდათ — და ბარბაროსებს მიჰყიდით, ეგვიპტისკენ მიმავალთ? რა უგუნურებაა! რა სიძულვილი! რა შური! თუ ამას სიზმრების შეშინებულნი აკეთებთ, იმ დარწმუნებით, რომ ისინი აღსრულდება, მაშინ რისთვის შეუძლებელზე მისწრაფებით ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებთ, რომელმაც ეს წინასწარ უთხრა მას? თუ კი სიზმრებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ და ფუჭად მიაჩნიათ, რისთვის სჩადით იმას, რაც საუკუნ სირცხვილს მოგაწევთ, მამას კი დაუსრულებელ მწუხარება მოაწევთ? ო, ვნების ძალა, ანუ უკეთ ვთქვათ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის