მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 38:14

13. და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.14. განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.15. და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.
დაბადებისა თავი 38
14. განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

...ბი, — არა ხორციელი გულისთქმის გამო, — არა, — არამედ იმისთვის, რომ უშვილო არ დარჩენილიყო. თანაც, ამ საქმეში ღვთის განგებაც იყო ჩართული, რის გამოც მისი განზრახვა ნამდვილად აღსრულდა. „განიძარცუა", — ნათქვამია, — „სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა" (). მერე, თითქოსდა მის გასამართლებლად, საღმრთო წერილი ამბობს: „რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად", — ამიტომ გაბედა ასეთი მოტყუება. იუდამ იფიქრა, მეძავია (რადგან პირი დაეფარა, რომ არ ეცნოთ), „და მიაქცია მისა... და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა... ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე" (). მან თხის თიკნის გამოგზავნა აღუთქვა: „მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ... ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა" (). „და მისცა... ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი... და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან" ().

მაგრამ ამის მსმენელმა ნურავინ დაგმოს თამარი: როგორც უკვე ვთქვი, ის ამ შემთხვევაში ღვთის განგების იარაღი იყო, — რი...

სრულად ნახვა