1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24)
გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია,...