მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 38:23

22. და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.23. და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.24. და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.
დაბადებისა თავი 38
23. და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

..., იქიდან დაბრუნდა და თავის სახლში მოვიდა. ხოლო იუდამ, ამის არმცოდნემ, აღთქმა შეასრულა — თხა გაუგზავნა თამარს, რომ მისთვის მიცემული წინდი უკან წამოეღო; მაგრამ მოვლინებულმა ვერსად იპოვა ის ქალი, დაბრუნდა და იუდას აცნობა, რომ ვერსად იპოვა. მაშინ იუდამ თქვა: ნუმცა გვაკიცხავენ იმისთვის, რომ მადლიერნი ვერ აღმოვჩნდით (), — ჯერ კიდევ არ იცოდა, რა მოხდა. მაგრამ სამი თვის შემდეგ, როცა მუცლის ტვირთი ჩასახვას ამხელდა და ფარულ შეუღლებაზე არავის ეცოდინა, — მაშინ იუდას აცნობეს, რომ თამარი „მიდგომილ არს იგი სიძვით"; ხოლო მან ამის გაგებისას „თქუა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა" (). დიდია მძვინვარება! საშინელი სასჯელი, რადგან ცოდვა დიდად მოჩანდა. რა მოიმოქმედა თამარმა? მან იუდას გაუგზავნა ნივთები, რომლებიც წინდად მისგან მიიღო, და უთხრა: „კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი", მისგან მივიღე მუცლის ნაყოფი.

2. თამარის გამართლება და ტყუპთა წინასახე (38:26-30)

შენიშნე, როგორ წარმოადგინა მდუმარემ ამ ჟამამდე ყველაზე სარწმუნო მოწმეები, რომლებსაც ხმის ამოღება და მისი უდანაშაულობის საკმარისად დამოწმება შეეძლოთ. რადგან ამგვარი საქმისთვის ბრალდებულს სამი მოწმის წარდგენა ეკუთვნოდა, მან წინდად მიცემ...

სრულად ნახვა