...ლს სამი მოწმის წარდგენა ეკუთვნოდა, მან წინდად მიცემული სამი ნივთი გაგზავნა, რომლებსაც მისი სასარგებლოდ მოწმობა შეეძლოთ: ბეჭედი, მძივი და კუერთხი, და სახლში რომ დარჩა, სიტყვა რომ არ წამოსცდა, — ამით გაიმარჯვა. იუდამ ეს ნივთები იცნო და თქვა: „მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა" (). რას ნიშნავს „მართალ არს... ვიდრე-ღა მე"? ნიშნავს: იგი უდანაშაულოა, ხოლო მე თავს ვაქცევ განსჯილად და საკუთარ დანაშაულს ვამხელ, თუმცა არავინ მამხილებს; ანდა უკეთ რომ ვთქვათ — მყავს ძლიერი მამხილებელი: მისთვის მიცემული წინდი. მერე, კვლავ თამარის გასამართლებლად, ამბობს: „რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა". შესაძლოა, ასეც მოხდა განსაკუთრებული მიზეზით, რომელსაც გეტყვით. კერძოდ: იუდა ფიქრობდა, რომ ჰერისა და ავნანის სიკვდილის მიზეზი თამარი იყო, და სელომის მიმართაც იმავეს შიშობდა, ამიტომ არ მისცა ვაჟი, თუმცა აღუთქვა. იმისთვის, რომ თავად საკუთარი გამოცდილებით დარწმუნებულიყო — არა თამარი იყო შვილების სიკვდილის მიზეზი, არამედ თავად ისინი საკუთარი ბოროტზნეობის გამო დაისაჯნენ (რადგან ნათქვამია: „მოკლა იგი უფალმან"; და კვლავ — მეორე ვაჟზე: „მოაკუდინა ესეცა"), — ამისთვის მან უნებლიეთ ჩაიდინა სისხლის აღრევა თავის რძალთან, და...
დაბადებისა 38:26
25. და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.26. ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.27. და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა.
დაბადებისა თავი 38