მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 38:6

5. და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.6. და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.7. და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.
დაბადებისა თავი 38
6. და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

...ს მიღმა ვერ დავტოვებთ; რამდენადაც შესაძლებელია, ეს განვმარტოთ და შემდეგ კვლავ იოსების ისტორიას დავუბრუნდეთ. კერძოდ, რომელი თხრობა შედის აქ? ეს იუდას შესახებ არის. მან ცოლად შეირთო ქანანელის ასული სავანა და მისგან სამი ვაჟი შეეძინა. „და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ" (), — ნათქვამია წერილში. მაგრამ ჰერი „უკეთურ" აღმოჩნდა „წინაშე უფლისა" — და ღმერთმა მოკლა იგი. და ავნანს, რომელმაც ძმის ცოლი შეირთო, ღმერთმა ძმისთვის თესლის აღდგინება ამცნო. სწორედ ასე ბრძანებდა რჯული, რომ ძმის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც შვილები არ დარჩენოდა, მეორე ძმამ მისი ცოლი შეერთო და ძმისთვის თესლი აღედგინა (). მაგრამ ავნანიც ბოროტი აღმოჩნდა; ღმერთმა სიკვდილით დასაჯა ისიც. იუდამ, როცა ორი ვაჟის მოულოდნელი სიკვდილი იხილა, შეშინდა და თამარის დასამშვიდებლად მესამე ვაჟის მიცემა აღუთქვა, მაგრამ შიშობდა, ისიც ძმებივით არ დასჯილიყო, და აღთქმას არ ასრულებდა. ხოლო თამარი, აღთქმით ნუგეშცემული, „სახლსა შინა მამისა თჳსისასა" რჩებოდა და მამამთილის აღთქმის შესრულებას ელოდებოდა. თუმცა ხედავდა, რომ იუდას აღთქმის შესრულება არ სურდა, მაინც მოთმინებით ითმენდა, რადგან არ ნებავდა სხვ...

სრულად ნახვა